ყველა სპორტული სიახლე

22-28 მაისს ჩითახევი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

აკაკი ლოდია:" ჯომარდობა არის სპორტის ის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სპორტული ტურიზმის განვითარება. ეს პროექტი განხორციელდება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 45 გუნდის 300-ზე მეტი სპორტსმენი. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს".

ევროპის ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ევროპირველობა ჩატარდება  6 კაციანი ნავებით - რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი. ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.

გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ. ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 საათზე  ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუველყოფს  გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას" მიერ.

msy.gov.ge

სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ