ყველა სპორტული სიახლე

სამპაოლი: სევილიას ჩემი ეროვნული ნაკრების გამო დავტოვებ

"სევილიას" არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა მაცდური შეთავაზებაა.

სამპაოლიმ აღნიშნა, რომ ახალგაზრდობიდან იგი არგენტინის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობდა. მისივე თქმით, ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.

ხორხე სამპაოლი: "ახალგაზრდობიდან ვოცნებობდი, რომ ჩემი ეროვნული ნაკრები გამეწვრთნა, ახლა კი ჩემი ქვეყანა ამას მთავაზობს. "სევილიას" მხოლოდ ჩემი ქვეყნის გამო დავტოვებ. ეს კი ისეთი შემოთავაზებაა, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი.

ეს სიტუაცია ახლა ირკვევა და არა ადრე, რადგან ბევრი გვქონდა სათამაშო. ახლა შეგვიძლია არგენტინაზე ვისაუბროთ, რადგანაც ჩვენს მიზნებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ჩემს ხელთ არ არის.

თუ საქმე ვერ მოგვარდება, არსად წავალ, "სევილიას" სხვა კლუბში არ გავცვლი".

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლი სევილიური კლუბის მთავარ მწვრთნელად გასულ წელს დაინიშნა. არგენტინელს "სევილიასთან" კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს, გაწყვეტის შემთხვევაში კი მას კლუბისთვის 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, სევილიელებს სამპაოლის კომპენსაცია გადაუხადოს.

"სევილიამდე" სამპაოლი ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2015 წელს კოპა ამერიკის ფინალში სწორედ არგენტინის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრებს ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. "ალბისელესტეს" ოთხი შეხვედრა აქვთ დარჩენილი, ამ დროისთვის კი სამხრეთ ამერიკულ ჯგუფში 22 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. თუმცა ფიფამ გუნდის ლიდერს, კაპიტანს ლიონელ მესის ოთხმატჩიანი მოუხსნა და არგენტინელებს დარჩენილ შეხვედრებში დაეხმარება.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ