ყველა სპორტული სიახლე

ეროვნული ლიგა 2: უხვგოლიანი ფრე ლანჩხუთში

ეროვნულ ლიგა 2-ში მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

სამგურალმა მარტვილში მურთაზ ხურცილავას სტადიონზე მეშახტეს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 სძლია. ანგარიში 67-ე წუთზე ცოტნე ხარაბაძემ გახსნა, 79-ე წუთზე კი ბაქარ ლაღაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა გურიასა და ზუგდიდს შორის. ლანჩხუთში გამართული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ანგარიში გურიამ მესამე წუთზე სანდრო ბახიას გოლით გახსნა, რასაც ზზუგდიდელებმა მეთოთხმეტე წუთზე გიორგი ბულიას გოლით უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს. 29-ე წუთზე ვალიკო ტყემალაძის გოლით ლანჩხუთელები კვლავ წინ გავიდნენ, თუმცა ზუგდიდმა ანგარიშის გათანაბრება 32-ე წუთზე ბულიას დუბლით შეძლეს. 57-ე წუთზე ნიკა ლაშხიამ ზუგდიდი წინ გაიყვანა, თუმცა საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე დათო მეგრელიშვილმა დააფიქსირა.

მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა რუსთავმა შინ გაგრასთან. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 66-ე წუთზე ირაკლი გოგინაშვილმა გაიტანა.

მცხეთა პარკში ვიტ ჯორჯიამ კი ცხინვალს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. გოლის ავტორი კი ზურაბ ღირდალაძე გახლდათ, რომელმაც მერვე წუთზე ცხინვალელების კარი აიღო და ვიტ ჯორჯიას გამარვება მოუტანა.

ცნობისთვის, მეცამეტე ტურის დარჩენილ ერთ შეხვედრაში ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი მერანი ბოლნისის სიონს ესტუმრება.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ