ყველა სპორტული სიახლე

ფინალში თელავის იმედი და სტუ-ქარიშხალა გავიდნენ

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ თელავის იმედი და სტუ-ქარიშხალა.

ნახევარფინალში იმედმა 23-21 მოუგო რეგულარული სეზონის გამარჯვებულსა და 2016 წლის ჩემპიონს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, სტუ-ქარიშხალამ კი დაამარცხა ქუთაისი, 38-34. ფინალი ხვალ, 16 საათზე გაიმართება სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში. 14 საათზე ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩია.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

19 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი - იმედი თელავი 21-23

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი - გოგოლაძე 5, აბრამიშვილი 5, გ. კობახიძე 5, წივწივაძე 3, გოგალაძე 1, გრიშიკაშვილი 1, სურმავა 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი, ქარდავა

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი - მიქავა 5, გიორგაძე 4, ცისკარიშვილი 4, ბაინაზიშვილი 3, ყორიაული 3, გ. იობაშვილი 2, ზ. იობაშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, ვალიევი, აბაშიძე, ბაჯალაძე

https://www.youtube.com/watch?v=XxV7lB__Cd4 

იმედმა პირველი ტაიმი 14-8 მოიგო. მშვენივრად მუშაობდა მარჯვენაფლანგელთა წყვილი ყორიაული-ცისკარიშვილი, პივოტმა მიქავამ პირველივე წუთებზე აკრობატული ტრიუკით  გაიტანა და გარღვევაშიც კარგად გაიქცა, საუკეთესო კი იყო გამთამაშებელი ბაინაზიშვილი. 

თელაველებს რეგულარულ სეზონში სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული ბათუმთან, მესამეში კი პირველი ტაიმი ზუსტად 6 ბურთით, 12-6 მოიგეს, მაგრამ მაინც ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა.

ამჯერად მეორე ტაიმის დასაწყისს ანალოგიური პირი არ უჩანდა. იმედმა ზედიზედ 4 გოლით დაიწყო და და ჩემპიონი კრიტიკულ სიტუაციაში ჩააყენა - ბათუმი 10 ბურთით აგებდა - 8-18, თუმცა, სირენამდე მთელი 26 წუთი იყო.

თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ მომდევნო 11 გოლი ერთმა გუნდმა გაიტანა. იმედმა თამაშის უფრო მეტად აჩქარება მოინდომა და ზედიზედ კარგა ბურთები, ბათუმმა დაცვა გაამკაცრა, ხოლო კარში კი გიორგი სამყურაშვილი ჩადგა და ძალიან ბევრი მოიგერია. იმედმა ვეღარ გაიტანა თითქმის 20 წუთის განმავლობაში, სირენამდე 10 წუთით ადრე აბრამიშვილმა გაათანაბრა, ხოლო გრიშიკაშვილმა წინაც გაიყვანა ბათუმი - 19-18, რჩება 8 წუთი.

ზეზვა იობაშვილი სწრაფ გარღვევაში ათანაბრებს და თელაველები თამაშში ბრუნდებიან. კობახიძეს ისევ ბათუმი გაჰყავს წინ, აქ იმედის მწვრთნელი მერაბ მეტრეველი რისკავს, მეკარის ნაცვლად მეშვიდე შემტევი გამოჰყავს და გუნდიც სასურველ კომბინაციას ათამაშებს - დოლმაზაშვილი მარცხენა კუთხიდან ზუსტად ურტყამს - 20-20. თელაველთა მომდევნო შეტევას მეკარე ცინცაძე იწყებს და საგოლე პასს აწვდის მიქავას - იმედი ისევ წინაა, 21-20 თუმცა აბრამიშვილი ისევ ათანაბრებს: 21-21, რჩება 2 წუთი.

და აქ გადამწყვეტი გამოდგა იმედის მარცხენა შუამარბის, გივი გიორგაძის 2 გოლი - 23-21, და თელავის გუნდი, რომელმაც ფინალური ოთხეულის ბოლო, მეოთხე საგზური ბოლო, 21 ტურის ბოლო წამებზე მოიპოვა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ქუთაისი - სტუ-ქარიშხალა 34-38

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - რუსტამოვი 10, გამზარდია 8, სიმონია 6, ჯუღელი 5, მათნაძე 3, მერკვილაძე 2, უ. კობახიძე, ჩიხლაძე

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - მ. კობახიძე 10, სტურუა 9, არსენაშვილი 8, გ. ფერაძე 7, მამულაშვილი 3, ბულბულაშვილი 1, ჯორბენაძე, ზ. ფერაძე

https://www.youtube.com/watch?v=HR8nD6VQBos

მსაჯები: სიარჰეი კულიკ - ძმიტრი ნაბოკაუ (ბელარუსი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

დამარცხდა რეგულარული სეზონის შემდეგ მეორე ადგილზე გასული გუნდიც. ქუთაისს აკლდა დისკვალიფიცირებული ჭელიძე და რესურსი არ ეყო ქარიშხალასთან. პირველი 45 წუთი თანაბარი თამაში იყო (24-24) - გუნდები მორიგეობით ლიდერობდნენ და ორ ბურთზე მეტით არავინ დაწინაურებულა, თუმცა, ქარიშხალას ერთი მოთამაშე გამოაკლდა - მეორე ტაიმის დასაწყიში მესამედ გააძევეს ბულბულაშვილი და მან წითელი ბარათი მიიღო.

ქუთაისელებს პრობლემები მაშინ შეექმნათ, როდესაც დაიღლა მათი ლიდერი გამზარდია, ტრავმა მიიღო მერკვილაძემ და ამას კი ზედიზედ ორი გაძევება დაემატა - დასრულებამდე 8 წუთით ადრე ქარიშხალა 34-29 დაწინაურდა. მათნაძემ და ჯუღელმა სხვაობა ორამდე დაიყვანეს, 32-34, მაგრამ საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 38-34 მოიგო.

გამარჯვების შემადგენელი კომპონენტები ასეთი იყო: ძალიან კარგად დაიწყო თამაში სტურუამ, რომელიც მეტოქემ პერსონალურად აიყვანა, ამით კი დანარჩენებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. სტაბილურად კარგად ითამაშა პივოტმა არსენაშვილმა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი შვიდმეტრიანი მოიგერია მეკარე ხიდეშელმა, ვეტერანმა მამია კობახიძემ, თავის მხრივ, უშეცდომოდ ურტყა შვიდი მეტრიდან, მატჩის დაბოლოებაში კი გადამწყვეტი გამოდგა გიგი ფერაძის ორი შორეული დარტყმა.

ქუთაისი, რომელიც რეგულარული სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში ლიდერობდა, მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს.

20 მაისი, ფინალი

14:00 მესამე ადგილისთვის. BSB ბათუმი - ქუთაისი

16:00 საჩემპიონო ფინალი. იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა

პირდაპირ სტრიმი: ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე http://www.geohandball.ge/

და ფეისბუკზე: www.facebook.com/GEONHF/

რეგულარული სეზონის შემდეგ:

-----------------------თ--მ---ფ---წ-------ბ-----ქ

BSB ბათუმი---------21--17—1—3--786-612-35

ქუთაისი-------------21--17—1—3--785-678-35

სტუ-ქარიშხალა----21--16—1—4--743-597-33

იმედი თელავი------21--11—1—9--627-582-23

პეგასი----------------21--11—1—9--762-718-23

გორი-----------------21—4—1--16--747-836--9

სამტრედია----------21---4—0--17--695-795--8

წყალტუბო-----------21—1—0--20--613-940—2

geohandball.ge

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ