ყველა სპორტული სიახლე

რიოს ოლიმპიურ მედლებს შეცვლა სჭირდება

რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების რამდენიმე პრიზიორმა მედალი დააბრუნა.

ოლიმპიური თამაშების კომუნიკაციების ოფიცერმა მარიო ანდარამ AFP-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ოლიმპიურმა პრიზიორებმა მედლების გამოცვლა ითხოვეს.

საქმე იმაშია, რომ მედლები დაზიანდა და შავი ლაქები გაუჩნდა. მისივე თქმით, პრობლემა რიოში გაცემული მედლების მხოლოდ 6-7%-ს შეექმნა. როგორც ანდარამ განაცხადა, მედლებთან დაკავშირებული პრობლემები ტემპერატურასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ძირითადად ვერცხლის მედლებს შეექმნათ, რომლის 30% გადამუსავებული მასალისგანაა დამზადებული. ბრაზილიურ საიუველირო ქარხანას კი მედლების გამოცვლა უკვე დაევალა.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ