ყველა სპორტული სიახლე

თელავის იმედი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი გახდა თელავის იმედი, რომელმაც ფინალი 25-23 მოუგო სტუ-ქარიშხალას.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა მოუგო ქუთაისს, 40-31. ამით 2016-17 წლების საშინაო სეზონი დასრულდა და დაიწყება სამთვიანი სანაკრებო მარათონი, რომლის დროსაც ასპარეზზე საქართველოს 5 სხვადასხვა ნაკრები გამოვა, ხოლო აპოთეოზი იქნება აგვისტოში, როცა თბილისი ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 

თელავის ჩემპიონობა ვინმეს შეიძლება სენსაციურადაც მოეჩვენოს: გუნდი მთელი სეზონი მეოთხე ადგილს ეცილებოდა თბილისის პეგასს, ლიდერთა სამეულთან კი რვავე მატჩი წაგებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო სამ თამაშში სამივეს მიყოლებით მოუგო. იმედმა ნახევარფინალის  საგზური ბოლო ტურში, ქუთაისთან ბოლო 4 წუთში სასწაულად შემობრუნებული მატჩის შემდეგ მოიპოვა (24-28, 29-28), შემდეგ ასეთივე საქანელის შემდეგ (18-8, 18-19), მაინც უკეთ ჩაატარა დაბოლოება 2016 წლის ჩემპიონ ბათუმთან (23-21), ხოლო ფინალში საქართველოს 22-გზის ჩემპიონი სტუ-ქარიშხალაც დაამარცხა.

ფინალური ოთხეულის მონაწილეთაგან იმედს ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა, ყველაზე გრძელი სათადარიგოთა სკამი და გადამწყვეტ მომენტში ლიდერებიც გამოუჩნდა. კლუბი სულ 4 წელია, რაც არსებობს. 2013-14 სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა, შემდეგ მეექვსე, წინა სეზონში კი ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ-დასარჩენი პლეიოფი მოუგო რუსთავს, წლეულს კი კლუბის პრეზიდენტმა და მთვარმა მწვრთნელმა, მერაბ მეტრეველმა შემადგენლობა გააძლიერა და კარგადაც დააკომპლექტა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

20 მაისი, ფინალი.

იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა 25-23

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი - მიქავა 7, აბჟანდაძე 6, გიორგაძე 5, ბაინაზიშვილი 4, ყორიაული 1, ვალიევი 1, გ. იობაშვილი 1, ცისკარიშვილი, აბაშიძე, ბაჯალაძე, დოლმაზაშვილი, ზ. იობაშვილი - (მათ გარდა ჩემპიონატში თამაშობდნენ ლორია, მაისაშვილი, ცხვარაშვილი, ნარსია, კორსანტია, გოგუა, ერისთავი, გოდელაშვილი) -  მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - არსენაშვილი 6, სტურუა 5, მამულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, გ. ფერაძე 2, ოსიყმაშვილი 2, ბულბულაშვილი 1, მ. კობახიძე, ზ. ფერაძე - მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვილი, კეკელიძე

მსაჯები: სიარჰეი კულიკ - ძმიტრი ნაბოკაუ (ბელარუსი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=225lHi57-Uw

დასაწყისი ქარიშხალასი იყო. 2-2-ის შემდეგ მეკარე ხანდოლიშვილმა ზედიზედ მოიგერია 5 დარტყმა, მათ შორის, შვიდმეტრიანი, ერთი-ერთზე გასვლები და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გაიქცა - 6-2. იმედის შეტევა მთლიანად მოშლილი იყო და მწვრთნელმა მოედანზე შეუშვა უკანახაზელი ამირან აბჟანდაძე, ვინც ნახევარფინალი სკამზე გაატარა.

აბჟანდაძემ უმალ გაიტანა ორი, სულ კი ამ მონაკვეთში 7 დარტყმიდან 4 შეაგდო, და, მართალია, ქარიშხალამ 4-5 ბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა, მაგრამ იმედმა თამაში დაასტაბილურა და მეტ ჩამორჩენას გადაურჩა. მაქსიმალური სხვაობა, 14-8 დაფიქსირდა 23-ე წუთზე, გიგი ფერაძის შორეული დარტყმის შემდეგ, მაგრამ აქვე იმედმა სხვაობის შემცირება იწყო. ტაიმის ბოლოსკენ იმედის პივოტი გიორგი მიქავა ორჯერ გაიქცა გარღვევაში და ქარიშხალამ სამით მოიგო, 15-12, გუნდის ორივე ცენტრალურ მცველს, ფერაძესა და არსენაშვილს კი 2-2 გაძევება ჰქონდა და მეორე ტაიმი წითელი ბარათის საფრთხის ქვეშ უნდა ეთამაშა.

მეორეში თელავის გუნდმა გაამკაცრა დაცვა და შეტევაც ააჩქარა, ამას კი დაერთო ზედიზედ 4 ორწუთიანი გაძევება ქარიშხალას რიგებში. 37-ე წუთზე ბაინაზიშვილმა გაათანაბრა (16-16) და იმედს ოთხჯერ ჰქონდა წინ გასვლის შანსი, მაგრამ მეკარე ხანდოლიშვილი მტკიცედ იდგა. შალვა სტურუამ ისევ დააწინაურა ქარიშხალა, მაგრამ აქ საქმეში უკვე იმედის მეკარე, ზურაბ ცინცაძე ჩაერთო, ხოლო ფინალის საუკეთესო მოთამაშემ, გიორგი მიქავამ ზედიზედ 3 გოლი გაიტანა და თელავი 19-17 დაწინაურდა.

ქარიშხალას ვეტერანმა, ოსიყმაშვილმა სხვაობა ერთამდე დაიყვანა, მაგრამ ამას უმალ უპასუხა გივი გიორგაძემ, რომელიც მეორე ტაიმში უშეცდომოდ ურტყამდა შვიდმეტრიანებს - 20-18 და აქვე წითელი ბარათი მიიღო ფერაძემ. რჩებოდა 12 წუთი და აშკარა იყო რომ ქარიშხალა დაიღალა - გუნდმა მეორე ტაიმში სულ 6 გოლი გაიტანა (მეტრეველმა ფინალში ყველა, 14 ხელბურთელი გამოყენა, ქარიშხალაში თერთმეტმა ითამაშა).

თელავი ოთხითაც გავიდა წინ, 22-18, 23-19 და აქ ბექა ორჯონიკიძემ უკანასკნელ ნაბიჯს მიმართა - 4-2 დაცვაზე გადაერთო და პერსონალურად ააყვანინა ბაინაზიშვილი და გიორგაძე. მარცხენა კუთხიდან ორჯერ ზედიზედ გაიტანა ჯორბენაძემ და დასრულებამდე ოთხწუთნახევრით ადრე მამულაშვილმა ორამდე დაიყვანა სხვაობა (21-23), თუმცა იქვე მიქავას გააქვს 9 მეტრიდან, 24-21. რჩება 4 წუთი.

ოსიყმაშვილის კიდევ ერთი გოლი, დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ბრეიკში მირბის არსენაშვილი - 23-24! აქ მერაბ მეტრეველი თამაშში აბრუნებს აბჟანდაძეს და მასაც უმალ გააქვს თავისი მეექვსე და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი 9 მეტრიდან - 25-23, ზუსტად ერთ წუთში კი თელავის იმედი ჩემპიონობას ზეიმობს.

მატჩი მესამე ადგილისთვის. BSB ბათუმი - ქუთაისი 40-31

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი, ვარშალომიძე - გ. კობახიძე 9, აბრამიშვილი 7, წივწივაძე 6, გოგოლაძე 5, გრიშიკაშვილი 5, სურმავა 4, გოგალაძე 3, ქარდავა 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი, ვასაძე - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - სიმონია 13, რუსტამოვი 5, გამზარდია 5, მერკვილაძე 3, ჯუღელი 2, უ. კობახიძე 1, ჩიხლაძე 1, ლომიძე 1, მათნაძე - მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, თავხელიძე

https://www.youtube.com/watch?v=C1D3ykfCCl0

რეგულარული სეზონის შემდეგ

-----------------------თ--მ---ფ---წ-------ბ-----ქ

BSB ბათუმი---------21--17—1—3--786-612-35

ქუთაისი-------------21--17—1—3--785-678-35

სტუ-ქარიშხალა----21--16—1—4--743-597-33

იმედი თელავი------21--11—1—9--627-582-23

პეგასი----------------21--11—1—9--762-718-23

გორი-----------------21—4—1--16--747-836--9

სამტრედია----------21---4—0--17--695-795--8

წყალტუბო-----------21—1—0--20--613-940—2

სეზონი 2016-17. ყველა თამაში

არენა 1, 1-3 ტური, აღმოსავლეთი

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი - გორი 56-39

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

ზესტაფონი, 1-3 ტური, დასავლეთი

15 დეკ. წყალტუბო - ბათუმი 24-56, ქუთაისი - სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი - ქუთაისი 34-30, სამტრედია - წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი - წყალტუბო 49-35, ბათუმი - სამტრედია 44-30

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მლდ)

გლდანი, 4-7 ტური, საერთო

3 თებ. ბათუმი - იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა - ქუთაისი 24-30

სამტრედია - გორი 33-30, პეგასი - წყალტუბო 54-27

4 თებ. გორი - ბათუმი 38-45, წყალტუბო - სტუ ქარიშხალა 21-47

იმედი თელავი - სამტრედია 40-30, ქუთაისი - პეგასი 35-33

5 თებ.  იმედი თელავი - წყალტუბო 43-29, ქუთაისი - გორი 49-36

სტუ-ქარიშხალა - სამტრედია 36-28, ბათუმი - პეგასი 30-34

6 თებ. გორი - წყალტუბო 34-37, იმედი თელავი - ქუთაისი 25-31

პეგასი - სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა - ბათუმი 24-31

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა, ვიქტორ ზგობა, ტარას კუზი (უკრ)

ოლიმპიური სასახლე, 8-10 ტური, აღმოსავლეთი

20 თებ. იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი - პეგასი 34-36

21 თებ. სტუ-ქარიშხალა - გორი 45-39, პეგასი - იმედი თელავი 20-24

22 თებ. გორი - იმედი თელავი 30-30, პეგასი - სტუ-ქარიშხალა 28-35

ხელვაჩაური, 8-10 ტური, დასავლეთი

23 თებ. ქუთაისი - BSB ბათუმი 30-28, წყალტუბო - სამტრედია 30-44

24 თებ. BSB ბათუმი - წყალტუბო 50-31, სამტრედია - ქუთაისი 31-41

25 თებ. წყალტუბო - ქუთაისი 36-48, სამტრედია - BSB ბათუმი 28-47

მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ)

არენა 2, 11-14 ტური, საერთო

13 მარ. იმედი თელავი - BSB ბათუმი 25-27, ქუთაისი - სტუ-ქარიშხალა 29-36

გორი - სამტრედია 40-32, წყალტუბო - პეგასი 27-53

14 მარ. BSB ბათუმი - გორი 36-34, სამტრედია - იმედი თელავი 24-29,

სტუ-ქარიშხალა - წყალტუბო 48-27, პეგასი - ქუთაისი 40-46

15 მარ. წყალტუბო - იმედი თელავი 22-35, გორი - ქუთაისი 35-42

სამტრედია - სტუ-ქარიშხალა 34-41, პეგასი - BSB ბათუმი 24-36

16 მარ. წყალტუბო - გორი 32-41, სამტრედია - პეგასი 36-37

ქუთაისი - იმედი თელავი 28-27, BSB ბათუმი - სტუ-ქარიშხალა 25-27

მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ), ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ)

ქუთაისი, 15-17 ტური, დასავლეთი

1 აპრ. სამტრედია-წყალტუბო 31-28, ბათუმი-ქუთაისი 34-34

2 აპრ. წყალტუბო-ბათუმი 31-45, ქუთაისი-სამტრედია 40-32

3 აპრ. ბათუმი-სამტრედია 46-38, ქუთაისი-წყალტუბო 41-29

არენა 2, 15-17 ტური, აღმოსავლეთი

4 აპრ. სტუ-ქარიშხალა - იმედი თელავი 26-21, პეგასი - გორი 43-34

5 აპრ. იმედი თელავი - პეგასი 23-31, გორი - სტუ-ქარიშხალა 43-34

6 აპრ. იმედი თელავი - გორი 33-31, სტუ-ქარიშხალა - პეგასი 39-25

მსაჯები: იური ბუცკევიჩი - ვალერი ბუცკევიჩი (ბლრ)

არენა 2, 18-21 ტური, საერთო

6 მაი. ბათუმი - იმედი თელავი 22-20, სტუ-ქარიშხალა - ქუთაისი 28-31,

სამტრედია - გორი 37-46, პეგასი - წყალტუბო 42-29

7 მაი. გორი - BSB ბათუმი 32-51, წყალტუბო - სტუ-ქარიშხალა 24-56

იმედი თელავი - სამტრედია 41-36, ქუთაისი - პეგასი  52-45

8 მაი. იმედი თელავი - წყალტუბო 34-29, ქუთაისი - გორი 42-33

სტუ-ქარიშხალა - სამტრედია 35-27, BSB ბათუმი - პეგასი  40-27

9 მაი. გორი - წყალტუბო 37-27, იმედი თელავი - ქუთაისი 29-28

პეგასი-სამტრედია 37-33, სტუ-ქარიშხალა - BSB ბათუმი 29-34

19 მაისი, ნახევარფინალი. არენა 2

BSB ბათუმი - იმედი თელავი 21-23, ქუთაისი - სტუ-ქარიშხალა 34-38

20 მაისი, ფინალი. არენა 2

იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა 25-23, BSB ბათუმი - ქუთაისი 40-31

მსაჯები: სიარჰეი კულიკ - ძმიტრი ნაბოკაუ (ბელარუსი)

geohandball.ge

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ