ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი კორტს მოგებით დაუბრუნდა (ვიდეო)

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს ლიონის ტურნირზე დაუბრუნდა.

ATP-ის მორიგი ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს.

შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტიც 6:4 იმარჯვა, თუმცა მეორე სეტში ხორვატმა თამაშის შემობრუნება შეძლო და 7:5 მოიგო. გადამწყვეტ მესამე რაუნდში კი ბასილაშვილმა მსოფლიოს 41-ე ჩოგანს 6:4 სძლია და ლიონის ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე ანდრეას სეპისა დამირ ჯუმხურის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.



სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ