
ავტოსპორტი: ქართული წყვილის მესამე ადგილი ევროპის თასზე
20-21 მაისს ავტომრბოლებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართულმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავეს, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგეს!
„ჩვენ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ! ტექნიკური დათვალიერების შემდეგ ფიქრობდნენ, რომ მოწინავეთა შორის ვერ მოვხვდებოდით, რადგან მანქანას უამრავი ქარხნული დეტალი ჰქონდა, თუმცა წარმატების მოასპოვებლად ყველაფერი ვიღონეთ და ყველას დიდი სიურპრიზი შევთავაზეთ", - განაცხადა სანდრო ლომაძემ, რომელისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო რბოლა იყო 2011 წლის შემდეგ.
მისივე თქმით, ბულგარეთში მოპოვებული მესამე ადგილი დამატებითი სტიმული იქნება მომდევნო რბოლებისთვის უკეთესად მოსამზადებლად.
სამინისტროს პრესსამსახური