ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია (ვიდეო)

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონში მიმდინარე ATP-ის ტურნირის მეორე ტურში იტალიელ ანდრეას სეპის დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა გამოცდილ ჩოგბურთელს მარტივად ორ სეტში ანგარიშით 6:4; 6:4 1 საათსა და 18 წუთში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიკ კირიოსსა და ნიკოლას კიკერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლიონის ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ხორვატ ბორნა ჩორიჩს სამ სეტში ანგარიშით 6:4; 5:7; 6:4 სძლია.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ