ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მეტოქე როლან გაროსზე ცნობილია

საქართველოს პირველილ ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის მორიგ შეჯიბრს ძირითადი ბადიდან დაიწყებს.

საფრანგეთის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 32 წლის ფრანგი ჟილ სიმონი იქნება. ამ დროისთვის სიმონი მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს. აქამდე ბასილაშვილი ფრანგ ჩოგბურთელს ერთხელ 2015 წელს შანხაის მასტერსზე დაუპირისპირდა და შეხვედრა სამ სეტში ანგარიშით 3:6; 6:4; 0:6 დათმო.

როლან გაროსამდე კი საქართველოს პირველი ჩოგანი ლიონის ტურნირზე ასპარეზობს, სადაც ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრან ჯო-უილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება. ქართველ და ფრანგ ჩოგბურთელებს შორის  მატჩი დღეს, 26 მაისს 16:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მორიგი გრან სლემი 28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ