ყველა სპორტული სიახლე

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია (ვიდეო)

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დასრულდა - მძიმე წონოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ატაცში 207 კილოგრამიანი შტანგა ასწია და მცირე ვერცხლის მედალი მიიღო, აკვრაში კი 247 კგ-ით მე-3 იყო. ლაშამ ჯამში 454 კილო დაძლია და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა რუსმა ალეკსეი ლოვჩევმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო - ატაცში 211 კილოგრამი, ხოლო აკვრაში 264-კილოგრამი დაძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სარეკორდი იყო მისი ჯამური შედეგიც – 475 კილოგრამი. ბრინჯაოს მედალი ესტონელ მარტ სეიმს (438 კგ. 190+248) შეხვდა.

მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეც გამოვიდა, 422 კგ-ით მე-12 შედეგი აჩვენა და ტალახაძესთან ერთად, გიორგი ასანიძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები მოუტანა.

ვიდეო, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ