ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ფეხბურთელების გუნდი უკრაინის პრემიერლიგაში არ დაუშვეს

უკრაინის პირველი ლიგა მარიუპოლის "ილიჩოვეცის" გამარჯვებით დასრულდა, ჩემპიონებთან ერთად კი პრემიერლიგის მეორე საგზური ჩერნიგოვის "დესნამ" მოიპოვა, რომლის რიგებშიც ქართველი ფეხბურთელები, ლევან არველაძე და ლუკა კობერიძე ასპარეზობენ. 

თუმცა, მიუხედავად სპორტული პრინციპით მოპოვებული საგზურისა, "დესნამ" პრემიერლიგაში სათამაშოდ აუცილებელი ატესტატის მოპოვება ვერ შეძლო და შედეგი ვერც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებამ გამოიღო. 

ჩერნიგოველთა წარმატებაში ქართველმა ფეხბურთელებმა 2016/17 წლების სეზონში დიდი წვლილი შეიტანეს. ლუკა კობერიძემ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა, ხოლო ლევან არველაძემ, რომელიც "დესნას" მეორე წრეში შეუერთდა, 10 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. 

თბილისში დაბადებული და უკრაინის მოქალაქეობის მქონე 24 წლის არველაძის კარიერა უკრაინაში, მეორე ლიგის ბინადარ "სკალაში" დაიწყო, საიდანაც ქართველი მოთამაშე პირველი ლიგის "ნაფტოვიკში" გადავიდა და"დესნაში" გადასვლამდე თამაშობდა. 22 წლის კობერიძე "დესნაში" გადაბარგებამდე ჯერ "ზუგდიდში", შემდეგ კი "გურიაში" ასპარეზობდა. 

Image may contain: 3 people, outdoor

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ