ყველა სპორტული სიახლე

ლიოვმა ირლანდიისთვის და საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 8 ოქტომბერს სტუმრად ირლანდიის, ხოლო 11 ოქტომბერს სახლში საქართველოს ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ინფორმაციით, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების თავკაცმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“), ბერნდ ლენო („ბაიერი“).

მცველები: ჟერომ ბოატენგი („ბაიერნი“), მათიას გინტერი, მათს ჰუმელსი (ორივე დორტმუნდის „ბორუსია“), ემრე ჩანი („ლივერპული“, ინგლისი), იონას ჰექტორი („კიოლნი“), შკოდრან მუსტაფი („ვალენსია“, ესპანეთი), სებასტიან რუდი („ჰოფენჰაიმი“).

ნახევარმცველები: ქარიმ ბელარაბი, კრისტოფ კრამერი (ორივე „ლევერკუზენი“), ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე „დორტმუნდი“), ტონი კროოსი („რეალი“, ესპანეთი), მესუთ იოზილი („არსენალი“, ინგლისი), ბასტიან შვაინშტაიგერი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ანდრე შიურლე („ვოლფსბურგი“), თომას მიულერი („ბაიერნი“), ლუკაშ პოდოლსკი („გალათასარაი“, თურქეთი).

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე („ბაიერნი“), მაქს კრუზე („ვოლსფბურგი“), კევინ ვოლანდი („ჰოფენჰაიმი“).

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ