ყველა სპორტული სიახლე

ქალთა ეროვნული გუნდი ევროპას უბრუნდება

8 ივნისს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ხელბურთში მიემგზავრება კოსოვოში, სადაც ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი ელის.

9 ივნისს ქალაქ ჯაკობეში ვეთამაშებით ისრაელს, ხოლო 10 ივნისს, პრიშტინაში - კოსოვოს. მეორე, ძირითად შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

უკვე ცნობილია, რომ კოსოვოს ტურნირის გამარჯვებული მოხვდება მეორე რაუნდის მეშვიდე ჯგუფში, ჰოლანდიასთან, უნგრეთთან და ბელარუსთან. აქ ორწრიანი ტურნირი გაიმართება, პირველ ეტაპზე კი ორ ჯგუფად დაყოფილი 6 გუნდი ერთ წრედ თამაშობს. წილისყრისას მასპინძლობის პრიორიტეტი კოსოვოსა და ფარერის კუნძულების ფედერაციებს ერგოთ, თუმცა, ფარერებმა ეს უფლება არ გამოიყენა და A ჯგუფის ტურნირი (ფინეთი, ფარერები, საბერძნეთი) ათენში გაიმართება.

ქალთა ეროვნულ ნაკრებს ერთადერთხელ, 1994 წელს უთამაშია ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია და ტურნირში 24 წლიანი შესვენების შემდეგ ჩაებმება.  ქალთა ხელბურთს ჩვენში თითქმის ათწლიანი პაუზა ჰქონდა, რის გამოც, ეროვნულ დონეზე ჯერჯერობით ორი, 19 და 17-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეებისგან შედგენილი გუნდით წარვდგებით. მოთამაშე მწვრთნელის, ინა ჭკუასელის გარდა ყველა თინეიჯერია: 3 ხელბურთელი 19 წლისაა, 4 - თვრამეტის, ერთი - ჩვიდმეტის და ორი - თექვსმეტის. კოსოვო და ისრაელი ქალთა ხელბურთის გრანდები არ არიან, მაგრამ მათ ზრდასრული ქალები ეყოლებათ, და, შესაბამისად, ჩვენს გუნდს კოსოვოში განსაკუთრებული სპორტული მიზანი არ ექნება - ბრძოლა, გამოცდილების მიღება და იმის დაფიქსირება, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე ბრუნდება. დანარჩენი მომავლის საქმეა. 

ქალთა ეროვნული ნაკრები კოსოვოში

მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (მამული, 1999) 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი, 1998) - მოთამაშეები: 5. მარიამ გვათუა (ფოთი, 2001) 7. თინა ქიტესაშვილი (ყვარელი, 1999) 17. მედეა ჩოხელი (პეგასი, 1999) 18. ქეთევან ვენეცკი (პეგასი, 1998) 19. ანა ყველაშვილი (მამული, 1998) 23. ანა ქებაძე (პეგასი, 2000) 24. ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო, 2001) 28. ინა ჭკუასელი (მამული, 1985) 29. ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი, 1999)

მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი, ექიმი ლევან ლინნიკი

ხელბურთი. ევრო 2018, ქალები

პირველი შესარჩევი ეტაპი. 9-11 ივნისი, 2017

მეორე ეტაპზე გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

A ჯგუფი: ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი (საბერძნეთში)

B ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო (კოსოვოში)

9 ივნისი, 20:00, ჯაკოვე. საქართველო - ისრაელი

10 ივნისი, 20:00, პრიშტინა. კოსოვო - საქართველო

11 ივნისი, 19:00, ისრაელი - კოსოვო

მეორე შესარჩევი ეტაპი. სექტემბერი 2017-ივნისი  2018

1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, უკრაინა, შვეიცარია

2 ჯგუფი: მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, იტალია

3 ჯგუფი: შვედეთი, სერბეთი, მაკედონია, A ჯგუფის გამარჯვებული

4 ჯგუფი: რუმინეთი, რუსეთი, ავსტრია, პორტუგალია

5 ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, სლოვენია, ისლანდია

6 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ლიტვა

7 ჯგუფი: ჰოლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, B ჯგუფის გამარჯვებული

ფინალურ სტადიაზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი.

ევრო 2018: საფრანგეთი, 2018 წლის დეკემბერი

geohandball.ge

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ