ყველა სპორტული სიახლე

7-კაცა რაგბი და გოლფი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც იქნება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შემავალი სპორტის 28 ძირითადი ოლიმპიური სახეობა ადგილს შეინარჩუნებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ამ სახეობებს შორის მოხვდა 7-კაცა რაგბი და გოლფი. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად უნდა დაადასტუროს სოკ-ის 130-ე სესიამ, რომელიც ლიმაში (პერუ) 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.

7-კაცა რაგბი და გოლფი ოლიმპიურ სახეობებად 2009 წელს აღიარეს, ოლიმპიური დებიუტი კი შარშან რიოში შედგა. თავდაპირველად საუბარი იყო 2016 და 2020 წლების თამაშებში გარანტირებულ მონაწილეობაზე, ამჯერად კი ამ სახეობების „ოლიმპიური ვადა“ კიდევ 4 წლით გახანგრძლივდება.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მოწონებით შეხვდნენ მსოფლიოს რაგბისა და გოლფის საერთაშორისო ფედერაციების პრეზიდენტები _ ბილ ბომონტი და პეტერ დუსონი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ