ყველა სპორტული სიახლე

კლაუს ჰანსენი: ჩვენი ამოცანა ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მომზადებაა

8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გასამართ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში, ნორვეგიისა და შვედეთის გარდა სკანდინავიური ქვეყნებიდან დანიაც მიიღებს მონაწილეობას.

დანიელები, არც ეროვნული და არც ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ხელბურთში ხელწამოსაკრავ გუნდთა რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნებიან და რასაკვირველია მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც თავიანთი სიტყვის თქმას აპირებენ.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ვაჟებში დანიის 19 წლამდე ნაკრების ხელბურთელთა მთავარ მწვრთნელთან კლაუს ჰანსენთან, რომელსაც იქაური ხელბურთის ფედერაციის დახმარებით დავუკავშირდით.

- ბატონო კლაუს, კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- გაგვიმართლაო ნამდვილად ვერ ვიტყვი. ასარჩევად რომ გქვონოდა საქმე A ჯგუფს არ გავეკარებოდით, თუმცა წუწუნსაც არ ვაპირებთ. ვეცდებით ჯგუფური ეტაპის მატჩები კარგად ჩავატაროთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. თუ ასე მოხდება მაშინ მეოთხედფინალში გასვლის შესანიშნავი შანსებიც გვექნება.

- საქართველოს 19 წლამდე ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორაციას ფლობთ?

- უნდა ვაღიარო, რომ ქართულ ხელბურთს კარგად არ ვიცნობ და შესაბამისად თქვენი ასაკობრივი გუნდების თაობაზეც ცოტა რამ ვიცი. ძირითადად ვაკეთებ ჩემს საქმეს და მკვეთრად ორიენტირებული ვარ დანიელი ახალგაზრდების სპორტულ მომავალზე. რაც შეეხება თვითონ საქართველოს, ვიცი რომ ულამაზესი ქვეყანაა საინტერესო ისტორიით.

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე დანიის ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- რთული სათქმელია. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია რაც შეიძლება შორს წავიდეთ, მაგრამ უპირველესი ამოცანა მაინც ის არის, რომ ამ პატარა ბიჭებმა საერთაშორისო ტურნირების გამოცდილება მიიღონ, რათა შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. ჯგუფურ ეტაპზე იოლი მატჩები არ გველის,თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი. ყველაფერი შეძლება მოხდეს.

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისს არ გავდივართ. როგორც უკვე ავღნიშნე ჩვენი ზოგადი გეგმაა მოვამზადოთ მოთამაშეები ეროვნული ნაკრებისთვის. თბილისში ჩამოსვლამდე ვაპირებთ საწვრთნელი შეკრება გავიაროთ გერმანიაში,სადაც 3 მატჩს ჩავატარებთ. გარდა ამისა მონაწილეობას მივიღებთ სკანდინავიის ღია ჩემპიონატში. ამასობაში კი საქართველოში გამომგზავრების დროც მოვა.

- თქვენი აზრით რომელ გუნდებს აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი?

- არაევროპულ გუნდებს ნაკლებად ვიცნობ. ვფიქრობ ჩემპიონატის მოგების რეალური კანდიდატები არიან საგრანგეთი,გერმანია და ხორვატია.

Handballgeo2017

 

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ