ყველა სპორტული სიახლე

ქალთა ლიგის ფინალში 18-წლამდელთა ნაკრებმა ვეჯინს მოუგო

18-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონია! ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქალთა ლიგის დაძაბულ ფინალურ მატჩში 62:57 დაამარცხა „ვეჯინი“ და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

შარშანდელ ფინალშიც ეს გუნდები შეხვდნენ და მაშინაც დაძაბულ ბრძოლაში ნაკრებმა იმარჯვა. დღევანდელი ფინალი ემოციური გამოდგა. ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზის ტრიბუნები ბოლომდე შევსებული იყო და ორმხრივად სწრაფ თამაშს ქომაგობა არ აკლდა.

18-წლამდელებმა პირველი პერიოდი 18:9 მოიგეს, თუმცა მეორეში ვეჯინელებმა თამაში დაალაგეს და ჩამორჩენა ხომ შეამცირეს და წინაც გავიდნენ - 31:30. როგორც შორი, ისე ახლო სროლებით გამოირჩა ნათია ფუტკარაძე, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა. ნაკრების წევრებმა ტაიმი მცირე უპირატესობით ჩაამთავრეს და შემდეგ ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლნენ.

18-წლამდელები წინ გაიჭრნენ, მაგრამ „ვეჯინი“ ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს და გადამწყვეტ მომენტში რომ ეყოჩღა, ტიტულს შეწვდებოდა, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით ნაკრებმა მოახერხა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა და საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.

ნაკრებს ნატალია ოთხმეზურმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა მითვალა. 13 ქულა ჰქონდა ვიქტორია გეგეშიძეს, ხოლო 9 - ელენე ილურიძეს. ვეჯინელთაგან, როგორც აღვნიშნეთ, 32 ქულით ფუტკარაძე გამოირჩა. 20 ქულა დაგროვდა ხათუნა საჯაიას ანგარიშზე.

ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. პრიზიორი გუნდები მედლებითა და სიგელებით ვეტერანმა კალათურთელებმა - ფედერაციის გამგეობის წევრმა, გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს. საჩემპიონო თასი ნაკრების კაპიტან სოფო კალანდაძეს კალათურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვალენტინ დერიუგინმა გადასცა.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „დინამო“ და „თელავი“ შეხვდნენ. დაძაბული მატჩი დინამოელებმა 35:28 მოიგეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. მესამეადგილოსნები ვეტერანმა კალათურთელებმა - ფედერაციის გამგეობის წევრმა, გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს.

 
 
 


gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ