ყველა სპორტული სიახლე

არგენტინამ მე-11 ადგილი დაიკავა

საქართველოში მიმდინარე 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი სათამაშო დღე ავჭალის სტადიონზე დაიწყო, სადაც მე-11 ადგილისთვის ერთმანეთს სამოა და არგენტინა ხვდებოდნენ. 

შეხვედრა არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო - სამხრეთამერიკელებმა პირველი ტაიმი 31:7 მოიგეს. 

მართალია, მეორე ტაიმი უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა არგენტინელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, 53:42 მოიგეს და მე-11 ადგილზე გასვლით მომავალ წელსაც მოიპოვეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

სამოა - არგენტინა 42:53

სრული სტატისტიკა

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ