ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

პირველი ტაიმი ირლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს და მეოცე წუთზე ტაინანმა ლელო დაამიწა, დინმა კი ზუსტად გარდასახა და ირლანდია 7:0 წინ გავიდა.



ლელოს შემდეგ ქართელი მორაგბეები გააქტიურდნენ და 27-ე წუთზე გელა აფრასიძემ ანგარიში ჯარიმით შეამცირა - 3:7.

31-ე წუთზე კი გოგიჩაშვილმა ირლანდიელები დაალელოვ, აფრასიძე კი კვლავაც ზუსტი იყო და ზუსტად გარდასაცა 10:7.



მეორე ტაიმი კვლავ ირლანდიელების უპირატესობით დაიწყო და ხუთწუთიან ეპიზოდში საქართველომ ორი ლელო ზუსტ გარდასახვასთან ერთად მიიღო - 7:21.





57-ე წუთზე გელა აფრასიძის გარღვევით და ულამაზესი ლელოთი ანგარიში შეამცირა, თუმცა აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 15:21.



მესამოცე წუთზე კი აფრასიძემ ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში ირლანდიასა და საქართველოს შორის სამ ქულამდე შემცირდა - 18:21.

74-ე წუთზე კი დინმა ჯარიმა გაიტანა და ირლანდიელები კვლავ ექვსქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 18:24.

ფოტო: worldrugby.org

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ