ყველა სპორტული სიახლე

დაიმახსოვრეთ მისი სახელი - მსოფლიო რაგბი გელა აფრასიძის ლელოს აფასებს (ვიდეო)

მსოფლიო რაგბიმ 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ გელა აფრასიძის შესანიშნავი ლელოს ვიდეო გამოაქვეყნა.

დაიმახსოვრეთ მისი სახელი - ასე აფასებს მსოფლიო რაგბი საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა და ეროვნული ნაკრებების წევრს, გელა აფრასიძეს, რომელმაც ირლანდიის წინააღმდეგ ეფექტური ლელო დადო.

აფრასიძემ ლელომდე 50 მეტრი ირბინა, რამდენიმე ირლანდიელი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლელო დადო.

მსოფლიო რაგბი: "საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ვარსკვლავმა გასაოცარი ტემპის დემონსტრირება მოახდინა, ელვისებური სისწრაფით 50-მეტრი გაირბინა და ლელო დაამიწა".

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრაში ირლანდიასთან ანგარიშით 18:24 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა.

საქართველოს მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე 

გელა აფრასიძე მონპელიეში ითამაშებს

რაგბი, საქართველო, მსოფლიო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ