ყველა სპორტული სიახლე

შოტლანდიელთა საუკეთესო შედეგი და სამხრეთ აფრიკის შთამბეჭდავი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.

დღეს, 18 ივნისს ავჭალისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე ფინალური შეხვედრები გაიმართა.

მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის ერთმანეთს იტალიისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით ანგარიშით 19:15 დასრულდა. პირველ ტაიმში უელსელები 15:9 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში იტალიელებმა ათი უპასუხო ქულა მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

სრული სტატისტიკა 

მეექვსე-მეხუთე ადგილისთვის შეხვედრა ავსტიასა და შოტლანდიას შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საბოლოოდ კი შოტლანდიელებმა ანგარიშით 24:17 იმარჯვეს, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. შოტლანდიის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებსითვის აქამდე საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი იყო.

სრული სტატისტიკა 

მეოთხე-მესამე ადგილისთვის კი სამხრეთ აფრიკამ და საფრანგეთმა იბრძოლეს. პირველი ტაიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკა 7:8 მარცხდებოდა, თუმცა მეორე ტაიმში აფრიკელები გააქტიურდნენ, 30 ქულის გაკეთება მოახერხეს, 37:15 იმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს..

სრული სტატისტიკა 

არგენტინამ მე-11 ადგილი დაიკავა 

საქართველოს მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე 

ფოტო: worldrugby.org

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ