
ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია
20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
საქართველოში გამართული პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული ახალი ზელანდიის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ზელანდიელებმა ინგლისს დიდი ანგარიშით 17:64 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ზელანდიელთა უპირატესობა პირველ ტაიმშივე საგრძნობი იყო. მსოფლიო ჩემპიონებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს და წინ ანგარიშით 40:7 გავიდნენ. ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. თუმცა ზელანდიელთა მსგავსად მეორე ტაიმში ინგლისელებმაც ორი ლელოს დადება მოახერხეს და 17 ქულა მოაგროვეს. ახალი ზელანდია კი მსოფლიო თასს მეექვსედ დაეუფლა.
სრული სტატისტიკა
ფოტო: worldrugby.org
არგენტინამ მე-11 ადგილი დაიკავა
საქართველოს მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე
შოტლანდიელთა საუკეთესო შედეგი და სამხრეთ აფრიკის შთამბეჭდავი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე