ყველა სპორტული სიახლე

ჯერი ჰალბეკი: თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ველით!

კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისში ხელბურთში დაგეგმილ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას შვედეთია. შვედური ხელბურთი ხელწამოსაკრავი არასდროს ყოფილა და ასაკობრივი გუნდებიც საკმაოდ ძლიერი ჰყავთ.

შვედეთის 19 წლამდე ნაკრები ზედიზედ სამჯერ, (2007, 2009, 2011) წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ბუნებრივია საქართველოშიც უმაღლეს მიზნებს ისახავენ.
გთავაზობთ ინტერვიუს შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ჯერი ჰალბეკთან.

- კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- ჩვენი ჯგუფის უდავო ფავორიტი საფრანგეთია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ A ჯგუფის გამარჯვებული ნებისმიერი სხვა გუნდი გახდეს.სპორტში ხომ ყველაფერი ხდება.

- რა იცით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შესახებ?

- სამწუხაროდ ქართული ხელბურთის შესახებ დიდი განათლებით ვერ დავიკვეხნი. თუ არ ვცდები, ამ რამდენიმე წლის წინ, Partille Cup-ის ტურნირზე ქართულ გუნდს შევხვდით, მაგრამ კონკრეტულად საქართველოს იმ 19 წლამდე ნაკრებზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს ბევრი არაფერი მსმენია. მოუთმენლად ველით თბილისში ჩამოსვლას.

- შვედეთის ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებდით?

- ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თითოეული მატჩის მოგებაა. პატივს ვცემთ, როგორც ჩვენი ჯგუფის წევრებს, ასევე ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს. ყველანაირად ვეცდებით ჯერ ჯგუფურ ეტაპზე გამოვიჩინოთ თავი, ხოლო შემდგომ პლეიოფშიც მაქსიმუმს მივაღწიოთ.

- მზადების პროცესზე რას იტყოდით?

- მხოლოდ დადებითს. ნაყოფიერად ვემზადებით. ივნისის ბოლოს საწვრთნელ შეკრებას გავმართავთ, ხოლო ივლისის მიწურულს ტურნირში ჩავებმებით, სადაც ნორვეგიის,დანიისა და სავარაუდოდ კიდევ ერთი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. საქართველოში გამომგზავრებამდე ვგეგმავთ მცირე, დასკვნითი ორდღიანი შეკრებაც მოვასწროთ.

- ვის თვლით ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებად?

- ვფიქობ, ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი საფრანგეთს, გერმანიას და ხორვატიას ექნებათ. ასევე შეუძლიათ ჩემპიონობაზე პრეტენზია დანიამ და სერბეთმაც განაცხადონ.

Handballgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ