ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიო რაგბის კომენტატორი: საქართველოში თამაშებზე დაუჯერებელი ემოცია მოდიოდა

მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის კომენტატორ საიმონ უორდთან ინტერვიუს აქვეყნებს.

BT Sport-ის კომენტატორი საქართველოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მიღებულ ემოციებზე საურობს.

უორდი აღნიშნავს, რომ საქართველოში რაგბის გულშემატკივრობა განსაკუთრებულია. მისი თქმით, ქართველ გულშემატკივართა რიგებში ყოფნა და მათთან ერთად ქომაგობა დიდი პატივი და პრივილეგიაა.

საიმონ უორდი: "საქართველოში თამაშებზე განსაკუთრებული ატმოსფერო იგრძნობოდა. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ტრიბუნებზე გულშემატკივართან ერთად თამაშის ყურება. ავჭალის სტადიონზე პირველი მატჩის კომენტირების შემდეგ, მეორე და მესამე შეხვედრას გულშემატკივართა რიგებიდან ვუყურე და მინდა ვქთვა, რომ დაუჯერებელი ემოცია მოდიოდა. შემდგომ ჩვენ ეს მიხეილ მესხის სტადიონზეც ვნახეთ".

მსოფლიო რაგბის კომენტატორმა ასევე ქართულ რაგბიზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 19 დღეში დამტკიცდა, რომ საქართველომ წინ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

საიმონ უორდი: "არგენტინასთან საქართველოს გამარჯვება დაუჯერებელი იყო. ირლანდიასთან გელა აფრასიძის ლელო... მე პირადად, პირველი, რაც თავში მომივიდა ფილ ბენეტი იყო. კომენტატორიების ტრიბუნაზე კი ყველა ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა მას. ახლა, როდესაც საქართველოს ასეთი ხარისხი აქვს, განაგრძობს პროგრესირებას და უფრო მაღალ საფეხურზე ავა. სწორედ ეს მესიჯები გვესმის დროდადრო საქართველოდან. მათ სურთ იყვნენ უფრო დიდები, გახდნენ უკეთესები და გაეროვნონ უფრო ძლიერი გუნდების სიაში. ბოლო ცხრამეტმა დღემ კი დაგვანახა, რომ მათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს ამისთვის".

ცნობისთვის, თბილისმა და ქუთაისმა 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომლის გამარჯვებული მეექვსედ ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე მეათე ადგილი დაიკავა და არგენტინის ძლევით მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გაინაღდა.

არგენტინამ მე-11 ადგილი დაიკავა 

საქართველოს მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე 

შოტლანდიელთა საუკეთესო შედეგი და სამხრეთ აფრიკის შთამბეჭდავი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე 

ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ