ყველა სპორტული სიახლე

ხეცურიანის ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

ტოკიოში ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც იღებენ.

105კგ წონით კატეგორიაში დღეს, 22 ივნისს ორი ქართველი ძალოსანი დავით ხეცურიანი და ირაკლი ჩხეიძე იღებდნენ მონაწილეობას.

ხეცურიანმა მსოფლიო პირველობაზე ორი მედალი, ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა. ატაცში ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა, 173კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ხეცურიანმა მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა, ორჭიდში 368კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირაკლი ჩხეიძემ კი ორჭიდში 356კგ-ით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

რეზი დავითიძის ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობიდან

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ