ყველა სპორტული სიახლე

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხუთი ამომავალი ვარსკვლავი

პოპულარულმა ირლანდიურმა გამოცემამ Pundit Arena-მ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეული მოთამაშეები განიხილა.

კაალ კაჟმარეკის მიერ მომზადებულ სტატიაში მოთხრობილია ხუთ ახალგაზრდა მორაგბეზე, რომლებსაც აქვთ შანსი იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე გაიბრწყინონ.

Pundit Arena: "საქართველოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი რამდენიმე ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდა მორაგბემ გამოიჩინა. პერსპექტიულ მოთამაშეებს შორის კი რამდენიმემ აჩვენა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ".

სტატიაში ხუთ გამორჩეულ, ამომავალ ვარსკვლავს შორის კი საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა და ეროვნული ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიზეც მოხვდა.

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი. გენიოსმა ქართველმა მორაგბემ მისი ტემპითა და მოძრაობით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ირლანდიასთან მისი 55-მეტრიანი ლელო მსოფლიო დონის იყო და ამავდროულად იგი შესანიშნავად ასრულებს ჯარიმებს", - ასე შეაფასა რაგბის პოპულარული გამოცემის ექსპერტმა ახალგაზრდა ქართველი მორაგბე.

Pundit Arena-ს ხუთეული კი ასე გამოიყურება:

5. ჯუარნო მარკ-კინ აუგუსტუსი (სამხრეთ აფრიკა)



4. ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია)



3. გელა აფრასიძე (საქართველო)



2. გაბრიელ იბიტოი (ინგლისი)



1. ლუკ ჯეიკობსონი (ახალი ზელანდია)

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ