
გიორგი ჩხეიძის სამი მედალი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს
ტოკიოში ახალგაზრდა ძალოსნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე გაიმართა.
ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს სახელით +105კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე მონაწილეობდა.
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა, 184 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ჩხეიძემ მხოლოდ ერთი მისვლა დაძლია და 222 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც აკვრაშიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში კი ქართველმა ძალოსანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასპარეზობა ორი მცირე და ერთი დიდი მედალით დაასრულა.
რეზი დავითიძის ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობიდან
ხეცურიანის ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე