ყველა სპორტული სიახლე

უელსმა სამოას ბოლო წუთებზე სძლია (ვიდეო)

23 ივნისს ქალაქ აპიაში უელსი მანუ სამოას ესტუმრა და მასპინძლები ბოლო 5 წუთში ანგარიშით 19:17 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ ცუდ კლიმატურ პირობებში გაიმართა, მოედანი ტალახიანი იყო და მორაგბებს ხელდახელ თამაში უჭირდათ, რაც სამოას ხელს აძლევდა.

უელსს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდა შეტევაში, თუმცა სტუმრებმა ბოლო წუთებში მაინც შეძლეს გამარჯვება.

პირველ ათ წუთში მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხე წუთზე ლელუამ უელსელები დაალელოვა, ტუსი პისიმ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე უელსელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზევე კი სამოელებმა ლელო მიიღეს. ევანსმა ლელო დაამიწა, დეივისმა გარდასახვა გააცუდა, თუმცა უელსელები 14:10 დაწინაურდნენ. 53-ე წუთზე ლელატუამ უელსი დაალელოვა და სამოა კვლავ წინ გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ პისის მოედნისა და კლიმატური პირობების გამო ფეხი აუსრიალდა, თუმცა გარდასახვის გატანა მაინც სეძლო - 17:14. თითო-თითო ჯარიმა გააფუჭეს ორივე გუნდის მორაგბეებმა, თუმცა 74-ე წუთზე ევანსმა დუბლი გაიფორმა და უელსს დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება მოუტანა 19:17.



რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ