ყველა სპორტული სიახლე

ფიჯიმ შინ შოტლანდიას სძლია

24 ივნისს, გამთენიისას 06:30 საათზე ფიჯის ქალაქ სუვაში "მფრინავებმა" შოტლანდია მიიღეს.

თამაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის 25-ე წუთზე, ანგარიში ვოლავოლამ საჯარიმო დარტყმით გახსნა, 5 წუთში ჯარიმას შოტლანდიამ ლელოთი უპასუხა და 3:7 წინ გავიდა. 36-ე წუთზე ვოლავოლამ კიდევ ერთ ჯარიმა გაიტანა და 1 წუთში ფიჯელებმა, კონკრეტულად კი იატომ ლელოც გაიტანა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და პირველი ტაიმი 11:7 დასრულდა. მეორე ტაიმში 46-ე წუთზე ვოლავოლამ მორიგი ჯარიმა გაიტანა, რასაც შოტლანდიელებმა 53-ე წუთზე ლელოთი უპასუხეს და ანგარიში 14:14 გახდა. ფიჯელთა დამრტყმელმა 56-ე წუთზე კიდევ 3 ქულა შემატა გუნდს, რასაც ჯექსონმა მალევე უპასუხა 3 ქულით და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 17:17. 62-ე წუთზე ფიჯელთა ბრწყინვალე გარღვევას სენილოლის ლელო მოყვა, გარდასახვაც გაიტანეს და ანგარიში 24:17 გახდა. 68-ე წუთზე ვოლავოლამ მორიგი ჯარიმა გაიტანა - 27:17.

72-ე წუთზე შოტლანდიელებმა მფრინავები დაალელოვეს და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ 8 წუთში ქულის აღება ვეღარ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ ფიჯელთა გამარჯვებით ანგარიშით 27:22 დასრულდა.

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ