
პირველად ქართული მძლეოსნობის ისტორიაში - საქართველოს ნაკრების ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. აღნიშნული შეჯიბრი 24-25 ივნისს მალტაში გაიმართა. ნაკრებს დიდი ბრძოლის მიუხედავად, მხოლოდ ოთხი ქულა დააკლდა მეორე ლიგაში გადასასვლელად.
საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 პირველი, 11 მეორე და 3 მესამე ადგილი დაიკავეს.
პირველი ადგილი:
ბაჩანა ხორავა - 100მ
ენდელაძე მინდია - 400მ
ზურაბ გოგოჭური - სიმაღლეზე ხტომა.
ჭიხვარია გოგა - უროს ტყორცნა
მეორე ადგილი:
ბაჩანა ხორავა - 200მ
ხვიჩავა საბა - 3000მ/წინაღობები
ხარაზიშვილი დავითი - 3000 მ
მაღლაკელიძე გოგა - სამხტომი
თორღვაიძე ლაშა - სიგრძეზე ხტომა
მიკიტუკი ირა - სამხტომი
სოსელია საბა - ჭოკით ხტომა
ჭინჭარაული როსტომი - შუბის ტყორცნა
მუჯარიძე გიორგი - ბადროს ტყორცნა
რიგიშვილი სალომე - ბადროს ტყორცნა, ბირთვის კვრა.
მესამე ადგილი:
4X400 ამანათრბენი მამაკაცები (მატინიანი ანდრანიკი, ლუკავა დავითი, ენდელაძე მინდია, ხორავა ბაჩანა)
ხარაზიშვილი დავითი -5000 მ
წიქვაძე ნინო - უროს ტყორცნა
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია