ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი მოგებით დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ივლისს დიდი სლემის მორიგ გათამაშებაში ჩაერთო.

ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი სემ ქუერი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 28-ე აგილს იკავებს, ხოლო უიმბლდონზე 24-ე განთესვის ჩოგბურთელია.



სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ