ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის დიდი პროგრესი - ქართველი ჩოგბურთელის სავარაუდო პოზიცია მსოფლიო რეიტინგში

საქართველოს პირველმა ჩოგანმა უიმბლდონის პირველ წრეში დამაჯერებლად იმარჯვა.

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში მოგებით ბასილაშვილმა სარეიტინგო ქულებიც გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მიმდინარე მონაცემებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

წინასწარი მონაცემებით ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში რვა პოზიცით დაწინაურდება და 46-ე ადგილზე გადაინაცვლებს, რაც ქართველი ჩოგბურთელისთვის საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი გასულ თვეში დააფიქსირა. საქართველოს პირველი ჩოგანი უიმბლდონზე 51-ე პოზიციით წარსდგა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ