ყველა სპორტული სიახლე

ლუკა პანზა: ჩვენ ხორვატები ვართ და მუდამ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით!

სახელბურთო სამყაროში ხორვატია ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. მათ ასაკობრივი ნაკრებებიც საკმაოდ ძიერი ჰყავთ და მუდამ ლიდერებში იმყოფებიან. თავად განსაჯეთ - აქამდე გამართულ ჭაბუკთა 6 მსოფლიოს ჩემპიონატიდან ხორვატები 4-ჯერ საპრიზო სამეულში მოხვდნენ. მათ, 2005 წელს ბრინჯაო მოიპოვეს, 2007 და 2013 წლებში ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო 2009 წელს სულაც ჩემპიონები გახდნენ.

გთავაზობთ ინტერვიუს ხორვატიის 19 წლამდე სახელბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლუკა პანზასთან

ბატონო ლუკა, კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?

საკმაოდ თანაბარ და დაბალანსებულ ჯგუფში მოვხვდით. ხუთივე შეხვედრაში დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებზე ან ზოგადად ქართულ ხელბურთზე გსმენიათ რამე?

ხელბურთი მთელ მსოფლიოში გლობალურად ვითარდება და მჯერა რომ ქართული ხელბურთიც წინ მიიწევს. მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც თქვენს ქვეყანაში უნდა გაიმართოს შესანიშნავი საზომი იქნება იმისა, რომ განსაზღვროთ და შეაფასოთ თუ სად იმყოფება ქართული ხელბურთი ამ ეტაპზე და ასევე შესაძლებლობას მოგცემთ პროგრესი განიცადოთ.

როგორ შეაფასებდით ხორვატიის ნაკრების შანსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე?

ჩვენ ხორვატები ვართ, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის ვიბრძვით და შესაბამისად მოლოდინიც დიდია. ჩვენს ნაკრებში ინდივიდუალური ოსტატობით არაერთი მოთამაშე გამოირჩევა, რომლებსაც ასევე გუნდური თამაშიც შეუძლიათ.

მოსამზადებელი პროცესზე რას იტყოდით?

საწუწუნო არაფერი გვაქვს. მზადება ნაყოფიერად მიმდინარეობს. საქართველოში გამომგზავრებამდე 7 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ.

Handballgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ