ყველა სპორტული სიახლე

ბეგლარიშვილის ეფექტური გოლი ევროპის ლიგაზე (ვიდეო)

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ტალინის "ფლორამ" "დომჟალე" მიიღო და 2:3 დამარცხდა. 

ესტონურმა კლუბმა პირველი მატჩი 0:2 წააგო, საშინაო შეხვედრა კი აქტიურად დაიწყო და მე-2 წუთზე ბეგლარიშვილის მიერ გატანილი ეფექტური გოლით დაწინაურდა.

22-ე წუთზე ტალინელებმა მეორეც გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა ტაიმის ბოლო ერთი გოლი გაუშვეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს "ფლორას" კარში. 

მასპინძელთა ქართველი ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ