ყველა სპორტული სიახლე

ლობჟანიძის საგოლე პასი დანიაში (ვიდეო)

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" 8 ივლისს "ტისტედის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა.

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 3:1 იმარჯვა, ლობჟანიძემ კი 75-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

ლობჟანიძემ რამდენიმე კარგი მომენტის შექმნა შეძლო. როგორც "რანდერსის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ერთ-ერთ მომენტში საბა ლობჟანიძის აკრობატული მოძრაობის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მან გუნდური თამაში არჩია და მარტო დარჩენილი მისი თანაგუნდელი მოძებნა, რომელმაც საბოლოოდ ბურთი ძელს მოახვედრა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ