ყველა სპორტული სიახლე

უიმბლდონზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

ლონდონში დიდი სლემის გათამაშების მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

მარინ ჩილიჩმა რობერტო ბაუტისტას მარტივად, სამ სეტში 6:2; 6:2; 6:2 სძლია და მეოთხედფინალში ჟილ მიულერს დაუპირისპირდება. ლუქსემბურგელმა ჩოგბურთელმა ესპანელი რაფა ნადალი დღის ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში ხუთ სეტში 6:3; 6:4; 3:6; 4:6; 15:13 სძლია. გადამწყვეტი სეტი მიულერსა და ნადალს შორის ორსაათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ლუქსემბურგელის გამარჯვებით დასრულდა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრა სემ ქუერისა და კევინ ანდერსონს შორის. საბოლოოდ შეხვედრა ქუერის გამარჯვებით 5:7; 7:6(7:5); 6:3; 6:7(11:13); 6:3 დასრულდა. ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირის მომდევნო ეტაპზე ბრიტანელ ენდი მარის დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ბენუა პერს სამ სეტში 7:6(7:1); 6:4; 6:4 სძლია.

ხუთ სეტში 6:3; 6:7(1:7); 6:3; 3:6; 6:3 იმარკვა ტომაშ ბერდიხმა, რომელმაც დომენიკ ტიმს სძლია. ბერდიხი კი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ადრიან მარიანოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მილოშ რაონიჩმა კი ხუთ სეტში 4:6; 7:5; 4:6; 7:5' 6:1 სძლია ახალგაზრდა ალექსანდრ ზვერევს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. ფედერერმა მარტივად 6:4; 6:2; 6:4 დაამარცხა გრიგორ დიმიტროვი და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ