ყველა სპორტული სიახლე

ახალგაზრდული ექვსი ერის გაფართოების პირველი რეალური ნაბიჯი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორმა, ლაშა ხურციძემ პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წელს ექვსი ერის გუნდებთან ერთად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გოჩა სვანიძემ აღნიშნა, რომ წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საქართველომ მიიღო ბონუსი და 2018 წლის მაისში, ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად ბორჯღალოსნები და რუმინელი მუხები მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერთ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

გოჩა სვანიძე: "ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა ფორმატით ჩატარდება აღნიშნული ტურნირი, თუმცა უკვე მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში დეტალურ ინფორმაციას გავაჟღერებთ. მომავალი წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, სადაც მონაწილეობას ექვსი ერის ქვეყნები და პლუს საქართველო და რუმინეთი მიიღებენ".

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ