ყველა სპორტული სიახლე

უიმბლდონს პირველი და მეორე ნომრები გამოეთიშნენ

ლონდონში გრანდ სლემის მორიგი გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბრიტანელი ენდი მარი ამერიკელ სემ ქუერის დაუპირიპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ხუთ სეტში 6:3; 4:6; 7:6(7:4); 1:6; 1:6 დამარცხდა.

ტურნირის მეორე ნომერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ჩეხ ტომაშ ბერდიხთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. პირველი სეტის შემდეგ ჯოკოვიჩი 7:6(7:2); 2:0 მარცხდებოდა, თუმცა ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

მარტივად იმარჯვა ტურნირის მესამე ნომერმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც კანადელ მილოშ რაონიჩს სამ სეტში 6:4; 6:2 7:6(7:4) სძლია.

დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი, რომელსაც ხორვატმა მარინ ჩილიჩმა ხუთ სეტში ანგარიშით 6:3; 6:7(6:8); 5:7; 7:5; 1:6 სძლია. 

ფინალისტების ვინაობას კი ერთმანეთში ტომაშ ბერდიხისა და როჯერ ფედერერის და მილოშ რაონიჩისა და სემ ქუერის წყვილები გაარკვევენ. ნახევარფინალური შეხვედრები 14 ივლისს გაიმართება.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ