ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას და გოლდენ სტეიტს ESPN-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ (ვიდეო)

ლოს ანჯელესში ESPN-ის დაჯილდოვება ESPY 2017 გაიმართა.

გოლდენ სტეიტს გამოცემისგან წლის საუკეთესო გუნდის ტიტული ერგო. ჯილდოს მისაღებას სცენაზე გოლდენ სტეიტის ლიდერებთან სტეფ კარისა და კევინ დურანტთან ერთად გუნდის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც ავიდა.

მაყურებლის წინაშე სამადლობელი სიტყვით სტეფ კარიმ წარმოთქვა და აღნიშნა, რომ გოლდენ სტეიტი მომავალ სეზონშიც საუკეთესო შედეგის ჩვენებას ეცდება. შემდეგ კი სიტყვა ზაზა ფაჩულიას დაუთმო, რომელმაც კარის გამოსვლა მისი საფირმო სიტყვებით Nothing Easy დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ფინალურ შეხვედრებსი ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა კლივლენდს 4-1 სძლიეს და ჩემპიონები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ პლეიოფში გოლდენ სტეიტმა მხოლოდ ერთი თამაში სწორედ ფინალში წააგო. ზაზა ფაჩულია კი პირველი ქართველია, რომელიც NBA-ს საჩემპიონო ბეჭედს მოირგებს.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ