ყველა სპორტული სიახლე

ბეგლარიშვილის გოლი ტალინურ დერბიში (ვიდეო)

ესტონეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში დედაქალაქური დერბი "ფლორასა" და "ლევადიას" შორის ფრედ, 3:3 დასრულდა. 

შეხვედრის მე-3 წუთზე "ფლორა" ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში გატანილი მე-11 გოლით დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 80 წუთი ითამაშა. 

19 ტურში მოპოვებული 49 ქულით "ფლორა" პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ "ლევადიას" 4 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ბეგლარიშვილს ესტონეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადასცეს. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ