ყველა სპორტული სიახლე

ყაზაიშვილის ამერიკული დებიუტი (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილის ახალმა კლუბმა "სან ხოსემ" ბუნდესლიგაში მოასპარეზე "ფრანკფურტთან" ამხანაგური შეხვერა გამართა.

ქართველი შემტევის დებიუტი ამერიკაში სწორედ ამხანაგურ შეხვედრაში გერმანული კლუბის წინააღმდეგ შედგა. ყაზაიშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 4:1 იმარჯვა.

ვაკო ყაზაიშვილი: "შესანიშნავი გრძობა იყო, არ მინდოდა, რომ დასრულებულიყო. თავი კარგად ვიგრძენი და სასიამოვნო იყო აქ თამაში. მინდა, რომ თავი ფიზიკურად კარგად ვიგრძნო, რათა 90 წუთის განმავლობაში ვითამაშო და რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში პირველივე წუთიდან".

ქართველი ნახევარმცველის თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრის ლეიტჩმა შეაფასა.

კრის ლეიტჩი: "რთულია ახალ ქვეყანასთან, გუნდთან, გარემოსთან შეგუება, ეს ყველაფერი უფრთო რთულს ხდის, რომ საკუთარი საუკეთესო თამაში აჩვენო, მაგრამ ვფიქრობ, ვაკომ ეს ყველაფერი ჩამოსვლის დღიდან შეძლო. 

ვაკო ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია, იგი გუნდისთვის თავს არ დაზოგავს. მან დღეს გვაჩვენა ხარისხი და მოხარული ვარ, რომ მასთან მუშაობას გავაგრძელებ იმაზე თუ რა შეუძლია მოუტანოს მან გუნდს".

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ