ყველა სპორტული სიახლე

ემოციური სანახაობა ამსტერდამში - "აიაქსის" გულშემატკივრები აპისთვის (ვიდეო)

ამსტერდამის ერთ-ერთ გარეუბანში "აიაქსის" გულშემატკივრები ამხანაგური მატჩისას ტრავმირებული აბდელჰაკ ნურის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

"აიაქსის" ქომაგები "აპის" მშობლების სახლთან შეიკრიბნენ და ტრავმირებული ფეხბურთელის ოჯახის წევრებს შეძახილებითა და აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ.

ცნობისთვის, ამხანაგურ შეხვედრაში "ვერდერის" წინააღმდეგ "აიაქსის" 20 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა. კლუბის განცხადებით, ნურიმ ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. იგი ავსტრიიდან ჰოლანდიაში გადმოიყვანეს, სადაც მკურნალობას გადის. 

აიაქსი: "გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "აპის" ტვინის ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც შესაძლოა, ჟანგბადის მიწოდების პრობლემასთან იყოს დაკავშირებული".





ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ