ყველა სპორტული სიახლე

ქეცბაია მოსკოვში დამარცხდა

რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" მეორე ტურის მატჩი გამართა. 

ქართველი სპეციალისტის გუნდი მოსკოვის "სპარტაკის" მეორე გუნდს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ორენურგმა" 3 ქულა "ტამბოვთან" შეხვედრაში მოიპოვა. 

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" "აკჟაიკს" 2:0 სძლია. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.

ტური წარუმატებელი გამოდგა დვალიშვილის და ლობჟანიძის "ატირაუსთვის", რომელიც "კაისართან" სტუმრად 0:2 დამარცხდა. ტრავმირებულო ლობჟანიძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო დვალიშვილი სასტარტოში იყო და 90 წუთი დაჰყო მოედანზე. 

ყარაგანდის "შახტიორთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით წააგო გოგიტა გოგუას "ოკჟეტპესმა". გოგუამ მატჩი სათადარიგოთა შორის დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმის პირველი წუთიდან გამოჩნდა. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ