ყველა სპორტული სიახლე

"შახტარმა" სუპერთასი ხოჭოლავას გარეშე მოიგო

უკრაინის სუპერთასის გამარჯვებული დავით ხოჭოლავას "შახტარი" გახდა. 

დონეცკელებმა ოდესაში ჩატარებულ გადამწყვეტ შეხვედრაში კიევის "დინმოს" 2:0 სძლიეს, თუმცა ქართველ ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხოჭოლავა სამატჩო განაცხადშიც კი არ ყოფილა. 

მომდევნო შეხვედრას "შახტარი" 18 ივლისს გამართავს და უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში პოლტავის "ვორსკლას" ესტუმრება.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ