ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.

სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას 
NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში — მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. 

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია პირველი ქართველი კალათურთელია, რომელმაც NBA-ს მოგება მოახერხა. 

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ