ყველა სპორტული სიახლე

ჩაჩუამ უკრაინაში გაიტანა (ვიდეო)

ამბროსი ჩაჩუას "კარპატი" უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში "ზირკას" დაუპირისპირდა.

უკრაინის ჩემპიონატი ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ფრით დაიწყო. ჩაჩუამ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. ქართველმა ფეხბურთელმა მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნა და "კარპატი" დააწინაურა, თუმცა "ზირკამ" 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლების კარში პენალტი ზაგალსკიმ გაიტანა.

პირველი ტურის შემდეგ კი ჩაჩუას გუნდი ერთი ქულით მესამე ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ