ყველა სპორტული სიახლე

დავით ხურციძე „ტორპედოდან“ “არარატში“ გადავიდა

24 წლის შუახაზელმა დავით ხურციძემ, რომელიც თვენახევრის წინ ჩაირიცხა „ტორპედოში“, ოჯახური მდგომარეობის გამო, კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ამ ქვეყნის პირველობის პროფესიული საფეხბურთო ლიგის, მე-2 დივიზიონის ზონა “ცენტრის“ ბინადარ მოსკოვის “არარატში“ ითამაშებს.

ეს გუნდი წელს, მოსკოვის სომხური ახალგაზრდობის ასოციაციის მიერ დაარსდა და 2017-18 წლების სეზონში მე-2 დივიზიონში თამაშის ლიცენზია მიიღო.
მოსკოვურ „არარატს“ ამბიციური გეგმები აქვს. კლუბში სომეხი ფეხბურთელები სჭარბობენ, თუმცა მათთან ერთად, მართალია, ასაკში შესული, მაგრამ რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც ირიცხებიან - რომან პავლიუჩენკო, მარატ იზმაილოვი, ალექსეი რებკო...

„არარატის“ წევრია დავით ხურციძის მსგავსად რუსეთის მოქალაქე და მოსკოვში მცხოვრები 27 წლის ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, თამაშობდა რუსულ, უნგრულ და სომხურ კლუბებში, ლანჩხუთის “გურიაში“.

„არარატთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. რაც არ უნდა იყოს, ოჯახთან ახლოს ვიქნები. „ტორპედოს“ კი წარმატებებს ვუსურვებ, მუდამ მისი ქომაგი ვიქნები“ - გვითხრა დავით ხურციძემ.

fctorpedo.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ