ყველა სპორტული სიახლე

იტალიური კლუბი მარკოიშვილით ინტერესდება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური კლუბი ქართველი კალათბურთელით, მანუჩარ მარკოიშვილით ინტერესდება.

Spicchi D’Arancia-ს ცნობით, იტალიური "ორლანდინა" მანუჩარ მარკოიშვილის შეძენითაა დაინტერესებული. მათივე თქმით, მიუხედავად ქართველი კალათბურთელის ფიზიკური კონდიციებისა, მარკოიშვილი "ორლანდინასთვის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

ცნობისთვის, მანუჩარ მარკოიშვილს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. 2015/16 წლებში მარკოიშვლი თურქულ დარუშაფაკაში ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ "ორლანდინაში" 2015/16 წლებში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველი თამაშობდა.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ