ყველა სპორტული სიახლე

3x3 ბათუმის ტურის გამარჯვებული გუნდი ლიდერბეთი გახდა

საქართველოს ტური 3x3-ზე კალათბურთში გრძელდება.

თბილისისა და თელავის შემდეგ ჩემპიონატში ბათუმიც ჩაერთო. ქართული ანბანის მონუმენტთან სანაპიროზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და აჭარის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით 20-მდე გუნდმა მოიყარა თავი. თელავის და თბილისის ტურების გამარჯვებულ გუნდებს ბათუმიდან გუნდი ლიდერბეთი შეუერთდა

ნახევარფინალში გუნდებმა 23-მა და ლიდერბეთმა დაძაბულ ბრძოლაში ჩამოიშორეს მეტოქეები და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კოტე ბიწაძის გუნდმა - ლიდერბეთმა ვიქტორ კოღუაშვილის გუნდი 23 დაამარცხა და საქართველოს ფინალური ტურის საგზური მოიპოვა, რომელსაც 22 ივლისს თბილისი მოლი უმასპინძლებს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კოტე ბიწაძე, ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები აჭარის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა - გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა.

საქართველოს ტური 16 ივლისს 12:00 საათიდან ქუთაისში, ბალახვანის საცურაო აუზთან გაგრძელდება, სადაც ქუთათურთა საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფინალურ ეტაპზე მოიპოვებს ასპარეზობის უფლებას.

3x3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ