ყველა სპორტული სიახლე

გიორგი არაბიძე უეფას რჩეულებს შორის

უეფამ 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ათი მოთამაშე გამოარჩია.

UEFA.com: "უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატებზე არაერთი გამორჩეული მოთამაშე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ანდრეს ინიესტა, არდა თურანი, ანტუან გრიზმანი, მანუელ ნოიერი და სხვები. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, თუმცა ვინ იყო მათ შორის გამორჩეული? UEFA.com-მა ათი საუკეთესო მათგანი გამოარჩია.

გიორგი არაბიძე - საქართველოს ნაკრებიდან მისმა თანაგუნდელებმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი კოხრეიძემ გაიტანეს შვედეთის კარში გოლი, თუმცა დონეცკის "შახტარის" ფორვარდმა თავი მისი დრიბლინგითა და დარტყმებით დაგვამახსოვრა. ჩეხეთთან გადამწყვეტ მატჩში იგი თავდაუზოგავად ცდილობდა მისი გუნდი ნახევარფინალში გაეყვანა, როდესაც მას არანაკლებ რვა დარტყმა ჰქონდა კარის მიმართულებით".

უეფას საუკეთესო ათეულში ფინალისტი გუნდებიდან ორ-ორი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის დიოგო დალოტი და რუი პედრო (პორტუგალია) და მეისონ მანთი და რაიან სესინიონი. საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ასევე მოხვდნენ ეტიენ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), ვიქტორ გიოკერსი (შვედეთი), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ონდრეი შაშინკა (ჩეხეთი).



ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ